среда, 28 сентября 2016 г.

იტელის პროექტის სწავლების ცხრადღიანმა კურსმა ნაყოფიერად  ჩაიარა. გარდა იმისა, რომ გავიხსენე  პროექტით სწავლების  თითოეული ეტაპი,ახალიც  ბევრი საინტერესო და საჭირო საკითხი აღმოჩნდა, რომელიც დაგვეხმარება  როგორც თვითშეფასების, ასევე  მოსწავლეთა შეფასებისა და თვითშეფასების უნარების გაუმჯობესებაში, მოსწავლეთა  სწავლების პროცესი უფრო საინტერესო გახდება და აღსაქმელი.
      მნიშვნელოვანი იყო  ტრენინგის მონაწილე მასწავლებელთა პრეზენტაციების მოსმენა და ერთმანეთის აზრის გაზიარება.
      მადლობას ვუხდით ქალბატონ შორენა მიქაბერიძეს საინტერესო  ტრენინგების ჩატარებისათვის.
ყველას ვუსურვებ წარმატებას!

вторник, 20 сентября 2016 г.

მეშვიდე დღე

გავიხსენეთ წინა ტრენინგის მასალები, განვიხილეთ  მოსწავლეთა ნამუშევრები. გავაკეთეთ შეფასებები და უკუკავშირი, განვიხილეთ შეფასების კრიტერიუმები .ვისწავლეთ როგორ ავტვირთოთ კომენტარები.
ცოტა გამიჭირდა  კომენტარების მიცემა საჭირო ფორმით.


вторник, 13 сентября 2016 г.

მეექვსე დღე

შევისწავლეთ  მოსწავლეთა ნამუშევრების შექმნა, აქტივობების აღწერა.

დავინახე რა სირთულეებს წააწყდებიან მოსწავლეები  პროექტზე მუშაობის პროცესში.

ჩემთვის საინტერესო იქნება  ამ საკითხებზე კოლეგების  აზრის გაზიარება.

понедельник, 12 сентября 2016 г.

მეხუთე დღე
  ვისწავლეთ  პროექტის პრეზენტაციის  მომზადება, უკუკავშირის გაკეთება, ვებ-გვერდის შეფასება,
 ინფორმაციის   განთავსება ბლოგზე, ინტერნეტკავშირის გამოყენება
 გავეცანით საავტორო უფლებების დაცვის  და მისი გამოყენების წესებს.
 ჩემთვის სიახლე იყო ვებგვერდის შეფასება.


четверг, 8 сентября 2016 г.

მე-4 დღე

ვიმუშავეთ პროექტის  წერაზე.

ვისწავლე,   როგორ დავხვეწო  და უფრო საინტერესო  გავხადო პროექტზე მუშაობის პროცედურები.

საინტერესო  ტრენინგი იყო